ზუგდიდში კორონავირუსი 14 პირს დაუდასტურდა
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ბოლო 24 საათის განმავლობაში 728 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. აქედან, 17-ს კორონავირუსი დაუდგინდა. ახალი შემთხვევებიდან 14 ზუგდიდში
დადასტურდა, 2 მესტიაში, 1 კი აფხაზეთიდან გადმოყვანილი პირია. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გამართულ ბრიფინგზე გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ და ზუგდიდის მერმა გეგა შენგელიამ ისაუბრეს.
მათივე ინფორმაციით, ზუგდიდში დაფიქსირებული ახალი შემთხვევები გუშინ გამოვლენილ ინფიცირებულს უკავშირდება.
რაც შეეხება სვანეთს, კოვიდ-19 ხაიშის სკოლის 2 მოსწავლეს დაუდგინდა, მათი ინფიცირების წყარო მასწავლებელია, რომელიც ქობულეთიდან არის მოწვეული.
"ამ დროისთვის ხაიშის საჯარო სკოლა სრულად გადასულია ონლაინ სწავლების რეჟიმზე, მასწავლების ყველა კონტაქტი შემოწმებულია", - თქვა მალხაზ თორიამ.
ყველა ინფიცირებული რუხის კოვიდმიმღებ ცენტრშია მოთავსებული.
მათივე ინფორმაციით, ზუგდიდში დაფიქსირებული ახალი შემთხვევები გუშინ გამოვლენილ ინფიცირებულს უკავშირდება.
"ამ დროისთვის ხაიშის საჯარო სკოლა სრულად გადასულია ონლაინ სწავლების რეჟიმზე, მასწავლების ყველა კონტაქტი შემოწმებულია", - თქვა მალხაზ თორიამ.
ყველა ინფიცირებული რუხის კოვიდმიმღებ ცენტრშია მოთავსებული.
მასალის გამოყენების პირობები