ზუგდიდის მერიის 3 თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის 3 თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ისინი გუშინ გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან.
ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ ისაუბრა. მისივე ცნობით, მერიაში მიმდინარეობს იმ პირების ბიოლოგიური ნიმუშების აღება, რომლებსაც ინფიცირებულთან შემხებლობა ჰქონდა.
"მხოლოდ ზუგდიდში ტესტირებებზე მუშაობს 7 ჯგუფი, დანარჩენი რეგიონის მასშტაბით. გამკაცრდება ზედამხედველობა, როგორც ბაზრობაზე და სუპერმარკეტებზე, ასევე სხვა დაწესებულებებზე და ამას განახორციელებს შესაბამისი უწყება", - აღნიშნა თორიამ.
ინფორმაციისთვის, ზუგდიდში გუშინ გამოვლენილი 2 დადასტურებული შემთხვევის 14 კონტაქტს კორონავირუსი დაუდასტურდა, მიმდინარეობს კვლევები.

მასალის გამოყენების პირობები