ზუგდიდის მერიის შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა - გატესტილია 200 თანამშრომელი
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა, ხოლო საჯარო მოხელეებს COVID-19-ზე ტესტირება ჩაუტარდათ.
როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ აღნიშნა, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა. ამ დროისთვის მერიის 200-მდე თანამშრომელია გამოკვლეული. მერიის ინფორმაციით, პრევენციის მიზნით ყველა საჭირო ღონისძიება გატარდება.
ზუგდიდში დღეს კორონავირუსის 14 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 3 მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელია.

მასალის გამოყენების პირობები