ზუგდიდში მესანთლე ქალის და ტაძრის მგალობლის კონტაქტებს კოვიდ-19 არ დაუდგინდათ
ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მგალობელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, ის ამავე ეკლესიის მესანთლე ქალის კონტაქტია.
მერიის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ინფორმაციით, გამოკვლეულია მისი 31 კონტაქტის ბიოლოგიური ნიმუში და ყველა პასუხი უარყოფითია. რადიო „ათინათის“ ინფორმაციით, პისიარ ტესტი, მრევლთან ერთად, სასულიერო პირებსაც ჩაუტარდა, მათ კოვიდ-19 არ დაუდგინდათ. ამ დროისთვის თვითიზოლაციაშია ტაძრის მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილი, მათ შორის, სავარაუდოდ, ზუგდიდის და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე.
„ეს არ გვაძლევს დამშვიდების საბაბს. ეს ხალხი თვითიზოლაციაში იქნება 12 დღე და ამ დროის გასვლის შემდეგ კვლავ ჩაუტარდებათ ტესტირება. ამის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, ეს ხალხი ჯანმრთელია თუ ვირუსმატარებელი“, - აღნიშნა ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ.
ინფორმაციისთვის, ზუგდიდში კორონავირუსი 22 სექტემებრს ორ პირს დაუდგინდა და ამ დროისთვის ინფიცირებულია მათი 18 კონტაქტი.

მასალის გამოყენების პირობები