ზუგდიდში კოვიდინფიცირებული ქალი სახლში 2 ბავშვთან ერთად მეორე დღეა იმყოფება - ოჯახი
ზუგდიდში კოვიდდადასტურებული ქალი უკვე მეორე დღეა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას ელოდება. მისი ოჯახის წევრების ინფორმაციით,
ის "ოქროს ბირჟის" თანამშრომელია და ვირუსი გუშინ დაუდგინდა. მათივე განმარტებით, ქალთან ერთად საცხოვრებელ ბინაში ორი ბავშვი იმყოფება, რომლებსაც შესაბამისი კვლევები ჯერ არ გაუვლიათ.
"გუშინწინ ჩაუტარდა ტესტი, გამომდინარე იქიდან რომ მუშაობდა "ოქროს ბირჟაზე". პასუხი აღმოჩნდა დადებითი, უთქვამთ რამდენიმე საათში მოვლენო ეპიდემიოლოგები, მოიკვლიეს რამდენიმე კონტაქტიც, იცოდნენ რომ სახლში არის ორი ბავშვი, ასევე ჰქონდა კონტაქტი სადარბაზოში მცხოვრებ სხვა მეზობლებთან. რეკავდნენ გუშინ მთელი დღე, ეუბნებოდნენ მოვალთ, გადაგიყვანთ, ზის ჩაცმული და ელოდება. უბრალოდ არ ვიცით როგორ მოვიქცეთ, ის მაინც რომ ვიცოდეთ ბავშვებს აქვთ თუ არა კოვიდი, შესაბამისად მოვიქცეოდით. მეზობლებსაც ეშინიათ. გაურკვევლობაში ვართ, ჯანდაცვის ცხელ ხაზზე გვეუბნებიან რომ დაინერგა ახალი სისტემა, რომ სახლში უნდა იმკურნალოს. გვესმის, რომ არ არის აუცილებელი ავადმყოფის კლინიკაში გადაყვანა, გვირჩევნია კიდეც სახლში იყოს, მაგრამ მასთან ერთად იმყოფება ჩემი ორი დისშვილი, რომელთა მშობლები ქალაქში არ იმყოფებიან. წამოვიყვანთ ბავშვებს, მაგრამ ხომ უნდა ჩაუტარდეთ ტესტი ? კოვიდდადასტურებულთან ერთ ჭერქვეშ ორი ბავშვის ყოფნა ნორმალურია?", - ამბობს მარიამ სამუშია.
აღნიშნულთან დაკავშირებით რადიო "ათინათი" ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლებს დაუკავშირდა, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად ისინი ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. ჩვენ ვეცდებით მათი კომენტარი მოგვიანებით შემოგთავაზოთ.

მასალის გამოყენების პირობები