საქართველოში კორონავირუსით 28-ე პაციენტი გარდაიცვალა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა. 59 წლის ქალი ბათუმიდან იყო გადაყვანილი.
კლინიკის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და მას თანმდევი დაავადებები, ასევე ორმხრივი პნევმონია ქონდა. პაციენტი კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 4960 შეადგინა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 781 -ს შეადგენს.

მასალის გამოყენების პირობები