აფხაზეთში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 41 ახალი შემთხვევა
გუდაუთის საავადმყოფოში გასული 24 საათის განმავლობაში კიდევ ერთი კოვიდდადასტურებული პაციენტი გარდაიცვალა,
ამის შესახებ ინფორმაციას მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, 90 წლის ქალი კლინიკაში პნევმონიითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით 20 სექტემბერს მოათავსეს. მედიკოსების თქმით, მას თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.
ბოლო მონაცემებით აფხაზეთში კორონავირუსზე 216 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა და Covid19-ით ინფიცირების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
გუდაუთის საავადმყოფოში 118 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან ვირუსი დადასტურებული აქვს 114-ს. ოთხი პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში ინფექცია 1286 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

მასალის გამოყენების პირობები