ზუგდიდში მცხოვრებ 14 ბავშვს კორონავირუსი დაუდგინდა
27 სექტემბერს, რეგიონის მასშტაბით, გატესტილი 200 ბიოლოგიური ნიმუშიდან, 20 პირს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. აქედან, 1 ოკუპირებული საბერიოს შემთხვევაა,
1 - მარტვილი, 3 - ფოთი, 15 შემთხვევა კი ზუგდიდში დაფიქსირდა, რომელთაგან 14 არასრულწლოვანია.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ბავშვები რეპეტიტორისგან დაინფიცირდნენ.
„ეს მასწავლებელი კი ოქროს ბირჟის კლასტერია. მეთხუთმეტე ზუგდიდელი კი არის ასევე უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. რადგან არასრულწლოვნები მოსწავლეები არიან და სადაც მათ შემხებლობა აქვთ გადავა დისტანციურზე, ეს სკოლებია რუხის, ინგირის პირველი საჯარო და დიდინეძის. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა“, - ამბობენ გუბერნიაში.
ამავე ცნობით, სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 92 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 69 კოვიდპაციენტი, აქედან 4-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება 173 ადამიანი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ბავშვები რეპეტიტორისგან დაინფიცირდნენ.
ამავე ცნობით, სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 92 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 69 კოვიდპაციენტი, აქედან 4-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება 173 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები