რუხის და ინგირის სკოლის მოსწავლეებს კოვიდ-19 დაუდგინდათ, აქ სწავლა ონლაინ იქნება
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ცნობით, ზუგდიდში ახალი კორონავირუსი 14 არასრულწლოვანს დაუდგინდა. აქედან, რამდენიმე რუხის
და ინგირის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეა. ასევე, კოვიდ-19 დაუდგინდა ქალაქის რამდენიმე სკოლის მოსწავლეს, თუმცა მათ სწავლის დისტანციური რეჟიმის გამო სკოლებთან შეხება არ ჰქონიათ. ამავე ცნობით, მოსწავლეები რეპეტიტორისგან დაინფიცირდნენ, რომელიც ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერია. აღნიშნული სოფლის სკოლები სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავა. ასევე, სწავლა ონლაინ რეჯიმში იქნება დიდინეძის სკოლაში, რადგან ამ სკოლასთან შემხებლობა ჰქონდათ ინგირისა და რუსხის სკოლის მოსწავეებს.
„მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა”, - აღნიშნა თორიამ.
ინფორმაციისთვის, 27 სექტემბერს რეგიონში აღებული ბიოლოგიური ნიმუშებიდან ზუგდიდში მცხოვრებ 15 პირს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ამ დრომდე, სულ რეგიონში 92 მოქალაქეს დაუდგინა ინფექცია.
შენიშვნა: მასალის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ კოვიდ-19 დიდინეძის სკოლის მოსწავლეებსაც ჰქონდათ დადგენილი, რაც არასწორია. დიდინეძის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც შემხებლობა ჰქონდათ რუხისა და ინგირის სკოლებთან, გატესტილები არიან და მათი ანალიზის პასუხებს ელოდებიან.

მასალის გამოყენების პირობები