ზუგდიდში კორონავირუსი კიდევ 4 მოსწავლეს დაუდგინდა
28 სექტემბერს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში რეგიონის მასშტაბით გატესტილი 652 ბიოლგიური ნიმუშიდან, 15 პირს კორონავირუსი დაუდგინდა.
აქედან, 6 ე.წ. საბერიოს კლასტერს მიეკუთვნება, 1 ხობის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა, 3 სენაკში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო ზუგდიდში ინფექცია 5 პირს დაუდგინდა. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ მალხაზ თორიამ ისაუბრა.
„5 პირიდან 1 ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერს განეკუთვნება, ხოლო 4 მოსწავლე რეპეტიტორისგან დაინფიცირდა. ეს არასრულწლოვნები ქალაქის სკოლების მოსწავლეები არიან. აღსანიშნავია, რომ ამ ბავშვებს სხვა მოსწავლეებთან შემხებლობა არა აქვთ, რადგან ქალაქის სკოლები სწავლის დიტანციურ რეჟიმზე არიან“, - აღნიშნა მალხაზ თორიამ.
ამ დროისთვის, რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 677 მოქალაქე იმყოფება, ხოლო კარანტინის რეჟიმს 176 პირი გადის.
რაც შეეხება რუხის საავადმყოფოს, აქ 73 პაციენტი მკურნალობს, აქედან 5-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი. ფოთის კლინიკაში კი 36 კოვიდდადებითი პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.

მასალის გამოყენების პირობები