ხობში Covid 19 სკოლის მიკროავტობუსის მძღოლს დაუდგინდა- სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატას საჯარო სკოლის მიკროავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მერიის "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" ხელმძღვანელის შორენა საბახტარაშვილის ინფორმაციით, ინფიცირების შემთხვევის გამო სკოლა დახურულია და ონლაინ რეჟიმზეა გადასული. მისივე თქმით, ამ დრომდე მოძიებულია მამაკაცის 100-მდე კონტაქტი.
"სკოლის 81 მოსწავლესა და 28 პედაგოგს აქვს თვითიზოლაციის რეკომენდაცია. ასევე მოძიებულია მამაკაცის სხვა ახლო კონტაქტები - ოჯახის წევრები, მეზობლები. ყველა მათგანი იტესტება და ხვალ გევცოდინება პასუხები. გეგმურ შემოწმებაზე მოვიდა და დაუდგინდა ვირუსი", - ამბობს საბახტარაშვილი.
ინფორმაციისთვის, ხობში ინფიცირების პირველი შემთხვევა დღეს დადასტურდა.

მასალის გამოყენების პირობები