აფხაზეთში კორონავირუსის 67 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსის 67 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში Covid19-ზე სულ 243 პირი გამოიკვლიეს.
ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში 123 კოვიდინფიცირებული პირი მკურნალობს, მათგან 17 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. დღეს აღნიშნულ კლინიკაში 1946 წელს დაბადებული მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გუშინ, სუნთქვის მწვავე უკმარისობით მოათავსეს. მედიკოსების ცნობით, მამაკაცს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ჰქონდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 1525 შემთხვევა დადასტურდა, მათგან გამოჯანმრთელდა 558, გარდაცვლილია - 12 ადამიანი.

მასალის გამოყენების პირობები