აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 67 ახალი შემთხვევა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში ბიოლოგიური ნიმუშის
კვლევა 209 პირს ჩაუტარდა და მათგან 69-ს კორონავირუსი დაუდგინდა.
დღეს გუდაუთის საავადმყოფოში 1960 წელს დაბადებული კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. მედიკოსების ცნობით, ქალი კლინიკაში 1 ოქტომბერს სუნთქვის მწვავე უკმარისობით და ორმხრივი პნევმონიით მოათავსეს. მას თანმდევი სომატური დაავადებები ჰქონდა.
ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში 139 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 18 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 1659 შემთხვევა დადასტურდა, მათგან გამოჯანმრთელდა 602, გარდაიცვალა 13 ადამიანი.

მასალის გამოყენების პირობები