კორონავირუსის გამო ზუგდიდის პირველ სკოლაში ორი კლასი დაიხურა
ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მესამე კლასის (ორი პარალელური კლასი) მოსწავლეები და მათი ორი მასწავლებელი თვითიზოლაციაშია.
მიზეზი კორონავირუსია, რომელიც მესამე კლასის ერთ-ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე ორივე კლასში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
სკოლის მოსწავლეს, რომელიც, სკოლის დირექტორის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო, Covid 19 გუშინ დაუდგინდა.

მასალის გამოყენების პირობები