რუხიდან თბილისში ინფიცირებული სამი მძიმე პაციენტი გადაიყვანეს
რუხის მრავალპროფილური კლინიკიდან თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში სამი კოვიდინფიცირებული გადაიყვანეს.
სამივე მათგანის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტებიდან ორი ოკუპირებული აფხაზეთის მაცხოვრებელი ცოლ-ქმარია, ერთი კი ზუგდიდის მკვიდრი. როგორც რადიო "ათინათს" კლინიკურმა მენეჯერმა ნინო აკობიამ უთხრა, მათ გარდა მძიმეა კიდევ 7 ინფიცირებულის მდგომარეობა.
"სამივე პაციენტის შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ არიან ასაკოვნები, ფილტვის დაზიანების ხარისხი მაღალია და აქვთ თანმდევი დაავადებები. გარდა ამისა, მძიმეა კიდევ 7 პაციენტის მდგომარეობა, აქაც არის ფილტვის დაზიანება და პნევმონია", - ამბობს აკობია.
სულ რუხის კლინიკაში 71 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის, 15 არასრულწლოვანია.

მასალის გამოყენების პირობები