რუხის კლინიკაში 6 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა
რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან 6 გამოჯამრთელდა. მათგან 5 ზუგდიდის მკვიდრია, 1 სენაკში მცხოვრები მოქალაქეა.
ასევე, ფოთის კლინიკაში გამოჯამრთელდა1 პაციენტი, რომელიც აჭარის რეგიონიდანაა.
„რუხისა და ფოთის კოვიდმიმღებ ცენტრებში მოთავსებული პაციენტებიდან 2-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა“, - ამბობენ სამხარეო ადმინისტრაციაში.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 78 კოვიდპაციენტი გადის, 19 კი ფოთის კლინიკაში.
სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 186 მოქალაქეს.
ინფორმაციისთვის, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში, რეგიონის მასშტაბით, 694 ნიმუში გამოიკვლიეს. აქედან, 26 პირს ინფექცია დაუდასტურდა, მათ შორის, 15 შემთხვევა ზუგდიდის მკვიდრია.
„რუხისა და ფოთის კოვიდმიმღებ ცენტრებში მოთავსებული პაციენტებიდან 2-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა“, - ამბობენ სამხარეო ადმინისტრაციაში.
სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 186 მოქალაქეს.
ინფორმაციისთვის, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში, რეგიონის მასშტაბით, 694 ნიმუში გამოიკვლიეს. აქედან, 26 პირს ინფექცია დაუდასტურდა, მათ შორის, 15 შემთხვევა ზუგდიდის მკვიდრია.
მასალის გამოყენების პირობები