ზუგდიდის #2 საბავშვო ბაღი არ გაიხსნება - ერთ-ერთ აღმზრდელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ზუგდიდის N2 საბავშვო ბაღში 12 ოქტომბერს სასწავლო პროცესი არ განახლდება. მიზეზი ახალი კორონავირუსია, რომელიც ბაღის ძიძას დაუდასტურდა.
ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, კონტაქტების მოსაძიებლად მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. ბაღის თანამშრომლები, ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის რეკომენდაციით, თვითიზოლაციაში გადავიდნენ, საბავშვო ბაღს კი დეზინფექცია ჩაუტარდა.
მერიაში ამბობენ, რომ სწავლის გადადების გადაწყვეტილება საბავშვო ბაღის აღსაზრდელების უსაფრთხოების მიზნით მიიღეს.
სასწავლო პროცესი განახლდება ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად.
მერიაში ამბობენ, რომ სწავლის გადადების გადაწყვეტილება საბავშვო ბაღის აღსაზრდელების უსაფრთხოების მიზნით მიიღეს.
სასწავლო პროცესი განახლდება ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად.
მასალის გამოყენების პირობები