რუხის კლინიკაში ზუგდიდში მცხოვრები 2 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა
რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში ახალი კორნავირუსისგან 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რეგიონის გუბერნატორის მოადგილის ცნობით, ორივე მათგანი ზუგდიდის მკვიდრია.
რაც შეეხება ფოთის კოვიდმიმღებ ცენტრს, აქედან სამი პაციენტი გაწერეს, მათგან ერთი ამავე ქალაქის მაცხოვრებელია, ხოლო მეორე გურიის რეგიონიდანაა.
ამ დროისთვის, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 78 კოვიდპაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა საყურადღებოა. ფოთის ჰოსპიტალში კი 28 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
ინფორმაციისთვის, სამეგრელოს მასშტაბით , 11 ოქტომბერს 61 მოქალაქის ბიოლოგიური ნიმუში გატესტეს, მათგან 14 კორონავირუსი დაუდგინდა.

მასალის გამოყენების პირობები