აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 49 პირს დაუდგინდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსი გამოკვლეული 134 პირიდან 49-ს დაუდგინდა.
ამავე მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში ამ დროისთვის 147 კოვიდ ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 18 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 2479 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1100 გამოჯანმრთელდა, 23 პირი კი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 2479 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1100 გამოჯანმრთელდა, 23 პირი კი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები