კორონავირუსით გარდაცვლილ ზუგდიდელ მამაკაცს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ჰქონდა - ექიმი
თერჯოლის საავადმყოფოს ექიმის დავით სარიშვილის ინფორმაციით, ზუგდიდელ პაციენტს, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა, გულ-სისხლძართვთა ქრონიკული დაავადება ჰქონდა.
მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა საავადმყოფოში შეყვანისას უკვე მძიმე იყო.
„კარდიოლოგიური თვალსაზრისით სერიოზული მდგომარეობა ჰქონდა, აღენიშნებოდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ამასთან, ჰქონდა სიმსუქნის პრობლემა. ბოლოს, ფილტვების შეშუპება განუვითარდა და პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - აღნიშნა სარიშვილმა.
ინფორმაციისთვის, ზუგდიდის მკვიდრი თერჯოლის საავადმყოფოში დღეს, დილით გარდაიცვალა.

მასალის გამოყენების პირობები