ხობში, პირველი მაისის სკოლაში კორონავირუსის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა
კორონავირუსის შემთხვევების გამო ხობის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდა.
როგორც რადიო "ათინათს" სკოლის დირექტორმა კობა კვიკვინიამ უთხრა Covid-19 სასწავლო დაწესებულების 4 თანამშრომელსა და 2 მოსწავლეს დაუდგინდა. მისივე თქმით, ინფიცირების პირველი შემთხვევა 17 ოქტომბერს დადასტურდა.
"ინფიცირებულია სასწავლო ნაწილის გამგე, რომელიც ამავე დროს მასწავლებელია, ასევე ორი პედაგოგი, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის თანამშრომელი და ორი მოსწავლე. გადავედით დისტანციურ სწავლებაზე, რის შესახებაც მოსწავლეებს დამრიგებლებმა მიაწოდეს ინფორმაცია, გავავრცელეთ სოციალურ ქსელშიც", - თქვა დირექტორმა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით ბოლო 24 საათში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 5 ხობში. ყველა მათგანი უკვე ინფიცირებული პირის კონტაქტია.

მასალის გამოყენების პირობები