რუხის კლინიკიდან ორ პაციენტს, სავარაუდოდ, თბილისში გადაიყვანენ
რუხის კლინიკაში მოთავსებულ კოვიდადასტურებულ ორ პაციენტს, სავარაუდოდ, თბილისში გადაიყვანენ. საავადმყოფოს კლინიკური
მენეჯერის ნინო აკობიას თქმით, პაციენტების მდგომარეობა შედარებით მძიმეა და მათ, შესაძლოა, ინტენსიური მკურნალობა დასჭირდეთ. რუხის საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილება არა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებს რეანიმაციულ ღონისძიებებს ვერ გაუწევენ.
„მძიმედ ფასდება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, უნდა გადავიყვანოთ. ჯერ არ შეგვირჩევია ადგილი, თუმცა ვფიქრობ, მათ თბილისში გადავიყვანთ. ორივე პაციენტი ზუგდიდელია, ასაკოვანია და აქვთ თანმხლები დაავადებები, რაც ართულებს მდგომარეობას“, - აღნიშნა აკობიამ.
ამ დროისთვის, რუხის საავადმყოფოში 110 კოვიდადასტურებული პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.

მასალის გამოყენების პირობები