ზუგდიდში კორონავირუსის 59 ახალი შემთხვევა გამოვლინდა									
			
		
						
								
								რეგიონის მასშტაბით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 276 ნიმუშიდან 93 -ზე დადებითი პასუხია. 
ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, 59 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, 10 შემთხვევა -  ფოთში, 7 - წალენჯიხაში,  7 - ჩხოროწყუში, 6 - სენაკში, 3 - ხობში, 1 პაციენტი კი ოკუპირებული აფხაზეთის ტეროტორიიდან არის შემოყვანილი.  
"ინფიცირებულთა ნაწილი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან, ხოლო ნაწილი - ახალი შემთხვევებია და ისინი ცხელებით შესული პაციენტები არიან", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
	
ბოლო მონაცემებით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 119 კოვიდ დადასტურებული პაციენტი, მათგან 15-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს. 
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 9 პირი მათ შორის 5 რუხის კლინიკიდან და 4 კი ფოთის კლინიკაში მკურნალობდა.
რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეში სულ 174 ადამიანი იმყოფება.
			
			
											"ინფიცირებულთა ნაწილი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან, ხოლო ნაწილი - ახალი შემთხვევებია და ისინი ცხელებით შესული პაციენტები არიან", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 9 პირი მათ შორის 5 რუხის კლინიკიდან და 4 კი ფოთის კლინიკაში მკურნალობდა.
რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეში სულ 174 ადამიანი იმყოფება.
					
						

							
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                    
                                    
                                    
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
				
				
				







მასალის გამოყენების პირობები