სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 100 ახალი შემთხვევა დაადასტურა
26 ოქტომბერს აფხაზეთში 285 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, მათგან 100-ს კორონავირუსი დაუდასტურდა, წერს "აფსადგილ ინფო" ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით.
ამავე ცნობით, რეგიონის მასშტაბით Covid 19-ით ინფიცირებული კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა. მედიკოსების თქმით, 1951 წელს დაბადებულ მამაკაცს, ორმხრივი პოლისეგმენტარული პნევმონია და გულსისხლძარღვთა დაავადებები ჰქონდა. მიუხედავად ჩატარებული ინტენსიური თერაპიისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამავე ცნობით, დღეისთვის გუდაუთის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 128 კოვიდ პაციენტი გადის. მათგან 26 მძიმე მდგომარეობაშია. კლინიკიდან 8 ადამიანი გაეწერა.
მობილურ ჰოსპიტალში, რომელიც სოხუმში, სასტუმრო "აიტარის" ტერიტორიაზეა მოწყობილი, 49 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. 3-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 3839 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან გამოჯანმრთელებულია 1464 პირი. გარდაცვლია 36 ადამიანი.

მასალის გამოყენების პირობები