სამეგრელოში გამოვლენილი 151 კორონავირუსის ახალი შემთხვევიდან, 87 ზუგდიდში დაფიქსირდა
რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 451 ნიმუშებიდან 151 -ზე დადებითი პასუხია. აქედან 87 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში.
ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამავე ცნობით, 11 შემთხვევა ფოთში გამოვლინდა, 9 - ხობში, 6 - წალენჯიხაში, 3 - სენაკში, 1- ჩხოროწყუში. დანარჩენი კი ოკუპირებულ აფხაზეთს უკავშირდება. მათი ნაწილი ადრე გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტები არიან, ნაწილი კი ცხელების ცენტრში მოთავსებული პაციენტები.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 127 კოვიდპაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 ადამიანი მკურნალობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით 47 პაციენტი გამოჯანმრთელდა. საკარანტინე სივრცეში სულ 146 ადამიანი იმყოფება.

მასალის გამოყენების პირობები