აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 79 ახალი შემთხვევა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში 402 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, მათგან 79-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს.ამავე ცნობით, რეგიონის მასშტაბით Covid 19-ით ინფიცირებული კიდევ ორი პირი გარდაიცვალა. მედიკოსების თქმით, ორივე მათგანს პნევმონია და თანხმლები დაავადებები ჰქონდა.
დღეისთვის გუდაუთის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 103 კოვიდ პაციენტი გადის. მათგან 21 მძიმე მდგომარეობაშია. კლინიკიდან 10 ადამიანი გაეწერა. სოხუმის ინფექციურში 33 პაციენტი მკურნალობს, აქედან ერთი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.
მობილურ ჰოსპიტალში, რომელიც სასტუმრო "აიტარის" ტერიტორიაზეა მოწყობილი, 61 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსის 4505 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან გამოჯანმრთელებულია 2440 პირი. გარდაცვლილთა რაოდენობა 47-ს შეადგენს.

მასალის გამოყენების პირობები