სამეგრელოში კორონავირუსის 280 ახალი შემთხვევიდან, 166 ზუგდიდში გამოვლინდა
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში რეგიონის მასშტაბით გამოკვლეული 619 ნიმუშიდან 280-ზე დადებითი პასუხია. აქედან, 166 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში,
14 ჩხოროწყუში, 8 სენაკში, 7 წალენჯიხაში, 10 ფოთში, დანარჩენი კი ოკუპირებულ აფხაზეთს უკავშირდება. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 152 კოვიდპაციენტი, აქედან 50-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო 5 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 41 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის, 1 მძიმე.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 61 პაციენტი. საკარანტინო სივრცეებში სულ 123 ადამიანი იმყოფება.

მასალის გამოყენების პირობები