ზუგდიდის ცენტრში მოწყობილი მობილური ლაბორატორია ე.წ. კომბინატის დასახლებაში გადაიტანეს
ზუგდიდის ცენტრში, სასტუმრო "ოდიშის" ყოფილ შენობაში მოწყობილი მობილური ლაბორატორია, სადაც მოქალაქეებს ახალ კორონავირუსზე ტესტირებას უტარებდნენ, ქალაქგარეთ გადაიტანეს.
მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ მისი ე.წ. კომბინატის უბანში გადატანა მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული სიზუსტით დაცვას ემსახურება. ამავე ცნობით, აქ მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ დისტანციის წესების დაცვით მიიღონ სამედიცინო მომსახურება.
ინფორმაციისთვის, ამ ცენტრში ცხელების ნიშნით მისულ მოქალაქეებს და დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებს ახალ კორონავირუსზე ბიოლოგიურ ნიმუშებს უღებენ.
ბოლო 24 საათში ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში, რეგიონის მასშტაბით, გამოკვლეული 619 ნიმუშიდან 280-ზე დადებითი პასუხია, მათგან 166 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში.

მასალის გამოყენების პირობები