ზუგდიდში კორონავირუსის 82 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 535 ნიმუშიდან 117-ზე დადებითი პასუხია. აქედან 82 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, 13 სენაკში,
12 ჩხოროწყუში, 9 წალენჯიხაში, 1 ხობში. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 157 კოვიდ პაციენტი, აქედან 49-ის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 2 მძიმე.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში 108 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 132 ადამიანი იმყოფება.

მასალის გამოყენების პირობები