რუხის საავადმყოფოში 5 მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა - ადმინისტრაცია									
			
		
						
								
								რუხის კოვიდმიმღებ ცენტრში 5 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მედიკოსები გუშინ მძიმედ აფასებდნენ, გაუმჯობესდა. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის  
ნინო აკობიას ინფორმაციით, ამჟამად პაციენტები სტაბილურად არიან.
ამ დროისთვის, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 157 კოვიდპაციენტი, აქედან 49-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ინფორმაციისთვის, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევიდან, 117 სამეგრელოს უკავშირდება, მათ შორის, 82 ზუგდიდში გამოვლინდა.
			
											ამ დროისთვის, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 157 კოვიდპაციენტი, აქედან 49-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ინფორმაციისთვის, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევიდან, 117 სამეგრელოს უკავშირდება, მათ შორის, 82 ზუგდიდში გამოვლინდა.
					
						

							
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                    
                                    
                                    
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
				
				
				







მასალის გამოყენების პირობები