აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 68 ახალი შემთხვევა
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 68 ახალი შემთხვევა დაადასტურა.
ოპერატიული შტაბის მონაცემებით დე ფაქტო რესპუბლიკაში გასული დღე-ღამის განმავლობაში Covid 19-ზე სულ 298 ადამიანი გამოიკვლიეს.
გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. შტაბის ინფორმაციით, ორივე მათგანს ორმხრივი პოლისეგმენტარული პნევმონია და თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ. მიუხედავად ჩატარებული ინტენსიური ღონისძიებებისა, მათი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ მოახერხეს. ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში 105 კოვიდპაციენტია მოთავსებული, მათგან 31 - ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. კლინიკიდან 8 ადამიანი გაეწერა.
სოხუმის ინფექციურში მკურნალობის კურსს ამ ეტაპზე 30 ადამიანი გადის.
სასტუმრო "აიტარის" ტერიტორიაზე მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალში გასული დღე-ღამის განმავლობაში ერთი პაციენტი გარდაიცვალა. მკურნალობას 48 პირი განაგრძობს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 4649 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან გამოჯანმრთელებულია 2 500, გარდაცვლილია 50 ადამიანი.

მასალის გამოყენების პირობები