ზუგდიდში კორონავირუსით ინფიცირების 93 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 477 ნიმუშიდან 138-ზე დადებითი პასუხია. მათგან 93 შემთხვევა ზუგდიდში
დაფიქსირდა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით Covid 19-ით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა მესტიაში, 10 - ჩხოროწყუში, 8 - სენაკში, 7 - ფოთში, 4 - წალენჯიხაში, თითო შეთხვევა კი ხობსა და აბაშაში.
"ასევე გვყავს ინფიცირებული უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე, რომელთა ნიმუშებიც აიღეს ზუგდიდში ინფექციურ საავადმყოფოში", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ ეტაპზე რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 161 კოვიდ პაციენტი, მათ შორის 49-ის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათთგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 108 პაციენტი.
საკარანტინო სივრცეებში 140 ადამიანი იმყოფება.
"ასევე გვყავს ინფიცირებული უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე, რომელთა ნიმუშებიც აიღეს ზუგდიდში ინფექციურ საავადმყოფოში", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 108 პაციენტი.
საკარანტინო სივრცეებში 140 ადამიანი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები