სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 202 პირს გამოუვლინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსის ახალი 202 შემთხვევა დადასტურდა.
ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 970 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 348, გარდაიცვალა 22 ადამიანი.
„პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 63 650-ს. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 47 390-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 22 ადამიანი. სულ გვაქვს 521 გარდაცვალების შემთხვევა“, - აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები