აფხაზეთში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 62 ახალი შემთხვევა
23 ნოემბრის მონაცემებით აფხაზეთში კორონავირუსზე 208 ადამიანი გამოიკვლიეს და ინფიცირების 62 შემთხვევა გამოვლინდა.
ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამავე ცნობით, გუდაუთის საავადმყოფოში ამ ეტაპზე 58 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს. მათგან 19 მძიმე მდგომარეობაშია. კლინიკაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით ერთი პაციენტი, 64 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
სოხუმის ინფექციურში 30 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალში, 31 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. მათგან 4-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. საველე ჰოსპიტალში 1940 წელს დაბადებული კოვიდდადებითი ქალი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 5 374 შემთხვევა დაადასტურა, მათგან გამოჯანმრთელებულია 3 623 პირი, გარდაცვლილთა რაოდენობა 70-ს შეადგენს.

მასალის გამოყენების პირობები