ზუგდიდსა და ფოთში მოსწავლეები სემესტრის ბოლომდე ონლაინ ისწავლიან
ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით,საქართველოს 10 ქალაქში, მათ შორის, ზუგდიდსა და ფოთში სასწავლო პროცესი 2020-2021
სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე ყველა კლასის მოსწავლეებისათვის დისტანციურ რეჟიმში წარიმართება. შეზღუდვა ეხება, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.
ამით საბჭომ კორონავირუსის პანდემიის გამო 4 ნოემბერს სკოლებთან დაკავშირებით მიღებული შეზღუდვა გაახანგრძლივა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კი მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს აგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში.

მასალის გამოყენების პირობები