სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების 371 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა.
მისივე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 371 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ქვეყანაში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 118 690-ს.
დღევანდელი მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 3 200 პირი, ხოლო ჯამში მათი რაოდენობა გაიზარდა 98 781-მდე.
ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ 39 შემთხვევა დაფიქსირდა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ჯამში გარდაიცვალა 1 124 ადამიანი.

მასალის გამოყენების პირობები