გახარია: მკაცრი რეკომენდაციაა, რომ 70 წელს ზემოთ ადამიანები დარჩნენ სახლში
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის და ასევე ეპიდემიოლოგების მკაცრი რეკომენდაციაა, რომ „70 წელს ზემოთ ადამიანები დარჩნენ სახლში“. გიორგი გახარია ამბობს,
რომ ეს არის მათ ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე ზრუნვის გამოვლენა.
„მაქსიმალურად ვეცადოთ 70 წელს ზემოთ ადამიანები, შეძლებისდაგვარად, დარჩნენ სახლში. ეს არის მათ ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე ზრუნვის გამოვლენა“,- განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, ახლა მთავარი ამოცანაა, საქართველო პანდემიის მართვის კუთხით დაუბრუნდეს ისეთ მაჩვენებლებს, როგორიც ეს იყო აგვისტომდე.
"სიტუაცია არ არის მარტივი, სიტუაცია რთულია, თუმცა ეს ყველაფერი არის მართვადი და ჩვენ ისევე როგორც აგვისტომდე, ყველანი, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ექიმებთან ერთად პოლიციასთან ერთად ვახერხებდით, ფაქტობრივად, ბალანსის საუკეთესოდ დაჭერას, ეკონომიკის ინტერესებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის. ჩვენ ამ მაჩვენებლებს უნდა დავუბრუნდეთ“, - აღნიშნა გახარიამ.
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვები დაწესდება.
„მაქსიმალურად ვეცადოთ 70 წელს ზემოთ ადამიანები, შეძლებისდაგვარად, დარჩნენ სახლში. ეს არის მათ ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე ზრუნვის გამოვლენა“,- განაცხადა გახარიამ.
"სიტუაცია არ არის მარტივი, სიტუაცია რთულია, თუმცა ეს ყველაფერი არის მართვადი და ჩვენ ისევე როგორც აგვისტომდე, ყველანი, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ექიმებთან ერთად პოლიციასთან ერთად ვახერხებდით, ფაქტობრივად, ბალანსის საუკეთესოდ დაჭერას, ეკონომიკის ინტერესებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის. ჩვენ ამ მაჩვენებლებს უნდა დავუბრუნდეთ“, - აღნიშნა გახარიამ.
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვები დაწესდება.
მასალის გამოყენების პირობები