სამეგრელოში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით სამეგრელოში 2 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, აბაშის მკვიდრი 78 წლის ქალი, თერჯოლის კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს. მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა. რაც შეეხება მეორე პაციენტს, ის ფოთის მკვიდრია და ფოთის კოვიდკლინიკაში მკურნალობდა. 72 წლის ქალს ორმხრივი პნევმონია და რესპირაციული დისტრეს-სინდრომი ჰქონდა.
ამ ეტაპზე რუხის კლინიკაში 150 კოვიდ პაციენტი იმყოფება, მათ შორის საშუალო სიმძიმის 80 და 6 მძიმე. სენამედის კლინიკაში 40 პირი მკურნალობს. ფოთის კლინიკაში კი 42 ინფიცირებულია მოთავსებული, მათ შორის მძიმე 10 პაციენტია.
რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეებში 120 ადამიანი იმყოფება.

მასალის გამოყენების პირობები