სამეგრელოში კოვიდ19-ით დღეს კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა
ახალი კორონავირუსით ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 6 პაციენტი გარდაიცვალა. 4 მათგანი რუხის კლინიკაში მკურნალობდა, 1-1 ქუთაისისა და სენაკის კოვიდმიმღებ ცენტრებში.
აქედან, 3 ადამიანის გარდაცვალების შესახებ დილით გახდა ცნობილი, მოგვიანებით კიდევ 3 პაციენტის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. მათგან 2 - მარტვილის, ხოლო 1 ჩხოროწყუს მკვიდრია. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, ყველა მათგანს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
მასალის გამოყენების პირობები