აბაშაში კოვიდკლინიკა გაიხსნება
აბაშის "ევექსის" ჰოსპიტალის ბაზაზე კოვიდმიმღები კლინიკა გაიხსნება. ინფორმაციას აბაშის მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, საავადმყოფო, რომელიც 28 საწოლზეა გათვლილი,
სპეციალური ტექნიკით აღიჭურვა. კლინიკაში უკვე დამონტაჟებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატები.
როგორც მერიის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, კოვიდპაციენტების გაზრდილი მომართვიანობის გამო აბაშის კოვიდკლინიკას ესაჭიროება ექიმები, მედდები, მედდის დამხმარეები (სანიტარი), ასევე სხვა სამედიცინო თუ ტექნიკური პერსონალი. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა საავადმყოფოს ადმინისტრაციას უნდა მიმართონ.
სამეგრელოში ამ დროისთვის სამი კოვიდმიმღები ცენტრი ფუნქციონირებს. ინფიცირებულებს რუხის, ფოთისა და სენაკის კლინიკები იღებენ.

მასალის გამოყენების პირობები