რუხის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 15 პაციენტია მოთავსებული
სამეგრელოში არსებულ კოვიდმიმღებ ცენტრებში ამ ეტაპზე 233 პაციენტი მკურნალობს. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 153 პაციენტი, მათ შორის მძიმე მდგომარეობაშია 15 პირი. ფოთის ჰოსპიტალში 40 პირი მკურნალობს, მათ შორის 11 მძიმე. სენაკში, სენამედის კლინიკაში 40 ადამიანი მკურნალობს, მათგან 8 მძიმედაა.
რეგიონის მასშტაბით არსებულ საკარანტინო სივრცეებში 83 ადამიანი იმყოფება.
ბოლო მონაცემებით სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 273 ადამიანს დაუდასტურდა. რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 372 პირი. გარდაიცვალა სენაკში მცხოვრები 2 კოვიდდადებითი პირი.

მასალის გამოყენების პირობები