ზუგდიდში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა									
			
		
						
								
								ზუგდიდის მკვიდრი 73 წლის ინფიცირებული მამაკაცი ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ის რუხის კლინიკაში მკურნალობდა. 
მათივე ინფორმაციით, პაციენტს თანმდევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. 
დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთში კოვიდ19-ის 274 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის მასშტაბით 45 ადამიანი გარდაიცვალა.
			
			
											დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთში კოვიდ19-ის 274 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის მასშტაბით 45 ადამიანი გარდაიცვალა.
					
						

							
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                    
                                    
                                    
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
				
				
				







მასალის გამოყენების პირობები