სამეგრელოს კლინიკებში 263 კოვიდინფიცირებული მკურნალობს									
			
		
						
								
								სამეგრელოში არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებში ბოლო მონაცემებით 268 პაციენტი მკურნალობს. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 156 პაციენტი,  
მათ შორის 80-ის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა. 14 კოვიდდადასტურებული პირია მოთავსებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში. ფოთის საავადმყოფოში 41 პირი მკურნალობს, მათ შორის 12 მძიმე. სენაკში, სენამედის კლინიკაში 40 ადამიანია მოთავსებული, მათგან 8 მძიმედაა. აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 12 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს.
ბოლო მონაცემებით სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 408 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 407 პირი.
რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეში იმყოფება 79 ადამიანი.
			
			
											ბოლო მონაცემებით სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 408 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 407 პირი.
რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეში იმყოფება 79 ადამიანი.
					
						

							
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                    
                                    
                                    
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
				
				
				







მასალის გამოყენების პირობები