სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 41 თავისუფალი საწოლია
სამეგრელო-ზემო სვანეთში კოვიდმიმღები კლინიკების რაოდენობა გაიზარდა. რუხის, ფოთისა და სენაკის კლინიკების გარდა, ინფიცირებულ პაციენტებს უკვე ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალსა და აბაშის საავადმყოფოშიც მკურნალობენ.
სულ რეგიონის კლინიკებში ამ ეტაპზე 279 კოვიდადებითი პირი მკურნალობს.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში იმყოფება 150 კოვიდპაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის 60-ია. რუხში თავისუფალი 30 საწოლია.
სენაკში, სენამედის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 38 პირი, მათგან მძიმე 8. აქ თავისუფალი საწოლ ფონდის რაოდენობაა 2.
ფოთის კლინიკაში მოთავსებულია 39 ინფიცირებული, მათ შორის მძიმე 12 პაციენტია. ფოთში კიდევ ერთი პაციენტის ადგილია.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 31 ინფიცირებულს მკურნალობენ, თავისუფალია ერთი საწოლი.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 21 პაციენტია, ამ ეტაპზე აქ კიდევ 7 პაციენტის მიღება შეუძლიათ.
ბოლო მონაცემებით რეგიონის მასშტაბით ვირუსი კიდევ 434 ადამიანს დაუდასტურდა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში იმყოფება 150 კოვიდპაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის 60-ია. რუხში თავისუფალი 30 საწოლია.
ფოთის კლინიკაში მოთავსებულია 39 ინფიცირებული, მათ შორის მძიმე 12 პაციენტია. ფოთში კიდევ ერთი პაციენტის ადგილია.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 31 ინფიცირებულს მკურნალობენ, თავისუფალია ერთი საწოლი.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 21 პაციენტია, ამ ეტაპზე აქ კიდევ 7 პაციენტის მიღება შეუძლიათ.
ბოლო მონაცემებით რეგიონის მასშტაბით ვირუსი კიდევ 434 ადამიანს დაუდასტურდა.
მასალის გამოყენების პირობები