სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 278 ინფიცირებული მკურნალობს									
			
		
						
								
								დღევანდელი მონაცემებით სამეგრელოში არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებში 278 პაციენტი მკურნალობს. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 140 პაციენტი,      
მათ შორის 85-ის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა. 31 კოვიდდადასტურებული პირია მოთავსებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, მათგან 4 მძიმე. ფოთის საავადმყოფოში 40 პირი მკურნალობს, მათ შორის მძიმეა 10 პირის მდგომარეობა. სენაკში, სენამედის კლინიკაში 40 ადამიანია მოთავსებული, მათგან 5 მძიმედაა. აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 27 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს. 
ბოლო მონაცემებით სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 177 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 591 პირი.
რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეში იმყოფება 117 მოქალაქე.
			
											ბოლო მონაცემებით სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 177 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 591 პირი.
რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეში იმყოფება 117 მოქალაქე.
					
						

							
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                    
                                    
                                    
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
				
				
				







მასალის გამოყენების პირობები