სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 673 ახალი შემთხვევა. სამეგრელო-ზემო სვანეთში Covid-19 დაუდასტურდა 388 პირს.
კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 169 649-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 893 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 141 392-მდე.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ 36 შემთხვევა დაფიქსირდა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ჯამში გარდაიცვალა 1 576 ადამიანი.

მასალის გამოყენების პირობები