სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 325 ადამიანს დაუდგინდა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ
უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 570 ახალი შემთხვევა. სამეგრელო-ზემო სვანეთში Covid-19 დაუდასტურდა 325 პირს.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 178 953-ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 045 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 148 332-მდე.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ 43 შემთხვევა დაფიქსირდა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ჯამში გარდაიცვალა 1 657 პირი.

მასალის გამოყენების პირობები