კორონავირუსით სამეგრელოს კიდევ ორი მცხოვრები გარდაიცვალა
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით სამეგრელოში მცხოვრები კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა, მათგან ერთი რუხის კოვიდ კლინიკაში მკურნალობდა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 83 წლის მამაკაცი წალენჯიხიდან იყო. რაც შეეხება მეორე გარდაცვლილს, 48 წლის მამაკაცი ფოთის მკვიდრია და ის მკურნალობის კურსს ქუთაისის საავადმყოფოში გადიოდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 325 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.
სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 325 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.
მასალის გამოყენების პირობები