სამეგრელოში კორონავირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა									
			
		
						
								
								ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის კლინიკებში მოთავსებული ორი ინფიცირებული გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ორივე მათგანი სენაკელია.  
ამავე ინფორმაციით, მათგან ერთი - 76 წლის ქალი ფოთის ევექსის კლინიკაში მკურნალობდა. რაც შეეხება მეორე პაციენტს, 85 წლის მამაკაცი სენამედის პაციენტი იყო.
ამ ეტაპზე რეგიონის 5 კოვიდმიმღებ ცენტრში 295 ინფიცირებული მკურნალობს, პაციენტების ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში Covid 19-ით ინფიცირების 299 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 192 ადამიანი.
			
											ამ ეტაპზე რეგიონის 5 კოვიდმიმღებ ცენტრში 295 ინფიცირებული მკურნალობს, პაციენტების ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში Covid 19-ით ინფიცირების 299 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 192 ადამიანი.
					
						

							
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                    
                                    
                                    
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
				
				
				







მასალის გამოყენების პირობები