სამეგრელოს კლინიკებში 300-მდე კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს
სამეგრელო-ზემო სვანეთის ხუთ კოვიდმიმღებ კლინიკაში 295 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე ან საშუალოდ მძიმეა.
ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში იმყოფება 156 კოვიდ პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმისაა 70-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სენაკში, სენამედის კლინიკაში 39 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან საშუალო სიმძიმის 8, მძიმე კი - 5. 40 კოვიდდადებითი გადის მკურნალობის კურსს ფოთის კლინიკაში, მათ შორის 12 მძიმე პაციენტია. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 32 ინფიცირებული პაციენტია, მათგან მძიმედაა 4. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში კი ექიმები 28 პაციენტს მკურნალობენ.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა 192 ადამიანი, გარდაიცვალა 2 ინფიცირებული. გასულ 24 საათში რეგიონში კორონავირუსი კიდევ 299 პირს დაუდგინდა.
საკარანტინო ზონებში 113 მოქალაქეა მოთავსებული.

მასალის გამოყენების პირობები